ფეხბურთი

22:39 | 5.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: “ყველაფერი ბერლუსკონის გადასაწყვეტია”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ მას “მილანში” დარჩენის იმედი აქვს, მაგრამ ყველაფერი კლუბის პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის გადასაწყვეტია.

“მილანში” დარჩენის იმედი მაქვს, მაგრამ ეს ბერლუსკონიზეა დამოკიდებული. ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის. პრეზიდენტთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა, იმისგან დამოუკიდებლად, რა იწერებოდა გაზეთებში. მას ყოველთვის სჯეროდა ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. სხვა საკითხია, თუ ბერლუსკონი ჩემს დათხოვნას გადაწყვეტს.

მომავალზე ახლა საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ “მილანში” ბედნიერი ვარ და კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს.” – აცხადებს მასილიმილიანო ალეგრი, რომლის გუნდმაც, “ტორინოსთან” 1:0 მოგების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის საგზური თითქმის გაინაღდა.

0.114776