“მილანის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იტალიის ნაკრების თავდამსხმელ მარიო ბალოტელისგან მომავალ სეზონში გასულთან შედარებით უკეთეს თამაშს ელის.
“მარიო ბალოტელი მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ უკვე რეალურად შეუძლია, გუნდის მთავარი ფეხბურთელი გახდეს. შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად იგი “მილანთან” ერთად წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპს სრული დატვირთვით გადის და ეს აუცილებლად სასიკეთოდ წაადგება”, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს ერთ-ერთი აპენინური სპორტული გამოცემა.