ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მადრიდის "ატლეტიკოსთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ განაცხადა, რომ მეტოქე ძლიერია გუნდური თამაშით.
"მნიშვნელოვანი თამაში გველოდება. "ატლეტიკოს" თამაში დროს სცენარის მრავალჯერ შეცვლა შეუძლია და ეს უპირველესად მათი მწვრთნელის დამსახურებაა. წინ ემოციებით აღსავსე მატჩი გველის. შესაძლოა მარტინ კასერესი დაცვას დაუბრუნდეს და ეს ჩვენ წისქვილზე დაასხამს წყალს. მეტოქეს ძალიან კარგი თავდასხმა ჰყავს და მომავალი მატჩი ჩვენი დაცვისთვის განსაკუთრებული იქნება," - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ესპანეთის და იტალიის ჩემპიონების დაპირისპირება "ვისენტე კალდერონზე" დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
გიორგი ბალახაძე