ფეხბურთი

18:52 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალდერვეილერდი დე ბრუენს ,,ჩელსის’’ დატოვებას ურჩევს

მადრიდის ,,ატლეტიკოს’’ მცველი ტობი ალდერვეილერდი თანამემამულე კევინ დე ბრუენს ურჩევს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ,,ჩელსი’’ დატოვოს. ალდერვეილერდი, რომელმაც გასულ ზაფხულს ,,აიაქსი’’ დატოვა და დიეგო სიმეონეს კლუბში ჩაირიცხა, ჰოლანდიურ გამოცემა ,,ლეითს ნიუსისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ თუ კევინი ,,ატლეტიკოში’’ გადმოვა, შესაძლოა რეგულარულად ვერ მოახერხოს მოედანზე გასვლა.

,,იმ შემთხვევაში თუ კევინი გადაწყვიტავს ჩვენთან გადმოსვლას, ეს იქნება ფანტასტიკური, ის ხომ შესანიშნავი ფეხბურთელია’’ _ აღნიშნა ალდერვეილერდმა.

,,თუმცა საკითხს მეორე კუთხითაც უნდა შევხედოთ. ,,ატლეტიკო’’ ჩამოყალიბებული გუნდია და ამ შემადგენლობით ძალიან წარმატებულად ასპარეზობს, ამიტომ არასერიოზულია იმის თქმა, რომ კევინს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ექნება. ვფიქრობ, მას ძალიან სერიოზული დაფიქრება მართებს, მას სჭირდება კლუბი, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება, ვინაიდან მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება’’ _ დაასრულა ბელგიელმა.

ალდერვეილერდს დე ბრუენის მსგავსად უთამაშებლობის პრობლემა აწუხებს. მან “ატლეტიკოს” მაისურით მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ასე რომ თუ ასე გაგრძელდა ბელგიის ნაკრების ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მუნდიალს კარგ სათამაშო ფორმაში ნამდვილად ვერ შეხვდება.

დიმიტრი შარიქაძე

0.114155