ფეხბურთი

22:12 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალბიოლი: “რეალის” დატოვებას არ ვნანობ”

“ნაპოლისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა – რაულ ალბიოლმა მადრიდის “რეალიდან” წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. მის კომენტარს Goal.com ავრცელებს.

ესპანელის თქმით, მან მადრიდის დატოვებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ანჩელოტი მას არ ენდობოდა, ხოლო ბენიტესისთვის ის ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშედ იქცა.

“მადრიდი იმიტომ დავტოვე, რომ მეტი სათამაშო დრო მსურდა, რაც კარლო ანჩელოტის ხელში შეუძლებელი იყო და სწორადაც მოვიქეცი. პირველივე დღეს მივხვდი, რომ ახალ გუნდში საჭირო ფეხბურთელი ვიყავი და ახლა მხოლოდ განვითარებაზე ვფიქრობ.

ამჟამად, ჩვენი მთავარი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა, შემდეგ კი უმთავრესი მიზანი სკუდეტოს მოგება გახდება. სეზონი რთული და დამღლელი იქნება. ალბათ, წინ ბევრი იმედგაცრუებაც გველის, მაგრამ საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და მაისში ჩემპიონობა ვიზეიმოთ. ჩვენმა გულშემატკივრებმა ეს სიხარული ნამდვილად დაიმსახურეს.” – განაცხადა ალბიოლმა.

შეგახსენებთ, რომ ალბიოლი “რეალიდან” “ნაპოლიში” გასულ ზაფხულს გადავიდა და მადრიდულმა გრანდმა მის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო მიიღო.

ლევან გოგოტიშვილი




0.121535