იტალიური “ნაპოლის” ახალწვეული რაულ ალბიოლი მოხარულია იმ ფაქტით, რომ მას მუშაობა კვლავ რაფაელ ბენიტესთან ერთად მოუწევს.
ბენიტესი და ალბიოლი ერთად “ვალენსიაში” მუშაობდნენ. მას შემდეგ, ალბიოლმა “რეალში” ითამაშა, ხოლო ბენიტესმა “ლივერპული”, “ინტერი” და “ჩელსი” მოიარა. 9-წლიანი შესვენების შემდეგ, მათი გზები “ნაპოლიში” გადაიკვეთა.
“ჩემი ტრანსფერის განხორციელებას რამდენიმე დღე დასჭირდა. გადაწყვეტილება ძალიან ადვილად მივიღე. იმ დროისთვის, უკვე ვიცოდი, რომ “ნაპოლის” ბენიტესი წვრთნიდა, ხოლო ამ გუნდში ხოსე კალიეხონი იყო გადასული.
ბენიტესთან ერთად მუშაობა ძალიან მომწონს. “ვალენსიაში” დებიუტი სწორედ მისი მწვრთნელობის დროს მქონდა. ახლა, მასთან ერთად მუშაობის პატივი კვლავ მაქვს. ის მენდობა, რის საპასუხოდაც შემიძლია ვთქვა, რომ ბენიტესი ძალიან ჭკვიანი ადამიანია.” – აცხადებს ალბიოლი, რომელიც ჟოზე მოურინიოზეც საუბრობს – “მოურინიოსთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია. არ ვიცი, რატომ არ მათამაშებდა ის, მაგრამ ნაწყენი არ ვარ. გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს და პასუხსაც ის აგებს.