35 წლის ესპანელი საყრდენი ნახევარმცველის, დავიდ ალბელდასა და “ვალენსიას” გზები გაიყარა. “ღამურების” აღზდილი ვეტერანი ფეხბურთელი კლუბს ტოვებს.
ალბელდა “ვალენსიას” პირველ გუნდში 1996 წლიდან თამაშობდა. თუ არ ჩავთვლით “ვილიარეალში” 2 წლით განათხოვრებას, მან მთელი თავისი კარიერა “ღამურებში” გაატარა. “ვალენსიას” რიგებში ალბელდამ 416-ჯერ ითამაშა. მან, კლუბთან ერთად, 2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ხოლო თითოჯერ უეფას თასი, ევროპის სუპერთასი, ესპანეთის თასი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.