“ბარსელონას” მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ “სიტისთან” გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო და ლა ლიგის მომდევნო ტურში, “სოსიედადთან” გასამართ შეხვედრაში მისი მოედანზე ხილვა საეჭვოა.
კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ალბას მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული და ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა ის “სოსიედადთან” მატჩში, რომელიც 22 თებერვალს გაიმართება.