ფეხბურთი

12:05 | 19.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალბა: “მესი ყველაზე მაღლა დგას”

“ბარსელონას” მცველი ხორდი ალბა დარწმუნებულია, რომ 2012-2013 წლების სეზონის მიხედვით, “ოქროს ბურთს” ყველაზე მეტად ლიონელ მესი იმსახურებს.

“ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და კონკურენტებზე საგრძნობლად მაღლა დგას. ყველამ იცის, რომ მესი იქამდე იქნება პირველი, სანამ თვითონ არ მობეზრდება. მერე რა, რომ ახლა ტრავმირებულია. დაუბრუნდება მინდორს და ისევ საუკეთესო იქნება. რაც შეეხება ჩემს ტრავმას, უკვე თავს უკეთ ვგრძნობ და სრული დატვირთვით ვარჯიშს დაახლოებით ორ კვირაში შევუდგები” – განაცხადა ალბამ.

0.116777