ფეხბურთი

23:40 | 11.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალბა: “ბარსელონას” ლუის ენრიკე სჭირდებოდა”

კატალონიური “ბარსელონას” მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ იმ ცვლილებაზე ისაუბრა, რომელიც გასულ ზაფხულს “ბლაუგრანაში” განხორციელდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის აზრით, გუნდში ლუის ენრიკეს მისვლა აუცილებელი იყო.

“ლუის ენრიკეს მოსვლა აუცილებელი იყო. ის გუნდს სჭირდებოდა. მას ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს, რაც ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას დაამტკიცა. ის ბევრს გვასწავლის და მოითხოვს ჩვენგან. იმედი მაქვს, რომ მისი ხელმძღვანელობით წარმატებით ვითამაშებთ და გულშემატკივრებს გავახარებთ”. – განაცხადა “ბარსელონას” მცველმა.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკემ გასულ ზაფხულს ტატა მარტინო შეცვალა.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.140161