ფეხბურთი

21:01 | 9.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალავერდაშვილმა ისევ გაიტანა

ლიტვის საფეხბურთო A ლიგაში (უმაღლესი ლიგა), მორიგი გოლი გაიტანა “შიაულიაის” თავდამსხმელმა გიორგი ალავერდაშვილმა.

მე-6 ტურში, “შიაულიაიმ” “ტაურასს” უმასპინძლა და 4:2 გაიმარჯვა. ალავერდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 79-ე წუთზე, პენალტიდან, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, ძირითად დროზე დამატებულ მეორე წუთზე კი, ყვითელი ბარათიც მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ალავერდაშვილმა “შიაულიაიში” მე-2 მატჩი ჩაატარა და თავი 3-ჯერ გამოიჩინა. მის გუნდს 8 ქულა აქვს და 9 გუნდს შორის მე-6 პოზიციაზეა.

0.132583