რუმინეთში გიორგი ალავერდაშვილის “გაზ მეთანმა” საკონტროლო მატჩი გამართა “კლუჟთან”, რომელიც 3:3 დასრულდა. 25 წლის ქართველი სასტარტოში იყო და შესვენებისას შეცვალეს: ალავერდაშვილმა საგოლე პასი მიითვალა, რომელიც თავურით გატანილით დასრულდა.
საფრანგეთის თასიდან გავარდა ამირან სანაიას “ლუზენაკი”, რომელმაც “სენ პოლთან” პენალტების სერიაში 1:4 წააგო (ძირითადი დრო 0:0). სანაია ამ ზაფხულს გადავიდა “ლუზენაკში”, რომელიც რანგით მესამე ლიგაშია.