ფეხბურთი

20:43 | 16.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალავერდაშვილის კიდევ ერთი გოლი

ლიტვაში მორიგი გოლი გაიტანა “შიაულიაის” ფორვარდმა გიორგი ალავერდაშვილმა, რომელმაც თავი ამჯერად თასზე გამოიჩინა.

ლიტვის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, “შიაულიაიმ” სტუმრად ლიტვის მოქმედი ჩემპიონი პანევეჟისის “ეკრანასი” 2:1 დაამარცხა. ალავერდაშვილმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა, ხოლო 38-ე წუთზე სტუმრებმა მეორე გოლი გაიტანეს. “ეკრანასმა” ანგარიშში სხვაობა პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე შეამცირა. ხსენებულ გუნდებს შორის საპასუხი თამაში 1 მაისს ჩატარდება.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში, ჩემპიონატსა და თასზე, ალავერდაშვილმა 7 მატჩში თავი 9-ჯერ გამოიჩინა.

0.128193