ფეხბურთი

10:21 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალავერდაშვილი თასზე დამარცხდა, სხირტლაძემ დუბლებში გაიტანა

გიორგი ალავერდაშვილის "გაზ მეთანმა" რუმინეთის თასის მერვედფინალი წააგო, კერძოდ, შინ 0:1 დამარცხდა პლოეშტის "ასტრასთან" და გავარდა. ალავერდაშვილი, რომელიც სულ თვენახევრის წინ გადავიდა "გაზ მეთანში", სასტარტოში გახლდათ და შესვენებისას შეცვალეს – როცა 0:0 იყო.

25 წლის ქართველ ფორვარდს მომდევნო 4 ტური გაუცდება, რადგან თბილისში მოუწევს ჩამოსვლა სამუშაო ვიზის ასაღებად.

დავით სხირტლაძემ "ორჰუსის" დუბლებში გაიტანა – ეს "სილკებორგთან" საშინაო 2:0 მოგებულ მატჩში. სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა და მე-13 წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო მათე ვაწაძე ასევე სასტარტოში იყო და შესვენებისას შეცვალეს. დავით დევდარიანს კი ტრავმა ახალმოშუშებული აქვს და ჯერჯერობით, არ ათამაშეს. შეხსენებისთვის, სხირტლაძემ წინა დღეს ძირითად გუნდში ბოლო 25 წუთი ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა.

უკრაინის თასზე პირველლიგელმა "მიკოლაევმა" შინ 0:3 წააგო "შახტართან" და გავარდა. მასპინძელთა შორის სასტარტოში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს მცველი გიორგი ჯგერენაია. შეგახსენებთ, ჯგერენაია "გაგრაში" გამოდიოდა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია.

 

0.119765