ფეხბურთი

16:35 | 11.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალავერდაშვილი ლიტვაში დაბრუნდა

გიორგი ალავერდაშვილი ლიტვური კლაიპედას “გრანიტასში” ვარჯიშობს და კარიერას ამ კლუბში გააგრძელებს. “გრანიტასი” სულ ორი წლის წინ დაარსებული კლუბია, შარშან დიდი უპირატესობით მოიგო პირველი ლიგა და ამ სეზონში უმაღლესში პირველად ითამაშებს.

“გრანიტასი” იქაური მასშტაბით ამბიციური კლუბია, გუნდს ლიტვის ნაკრების ყოფილი ფორვარდი რობერტას პოშკუსი წვრთნის. გუნდი თასის ნახევარფინალშია გასული, სადაც “ბანგას” ხვდება.

ალავერდაშვილმა შარშანწინ და შარშან ლიტვის სამ სხვადასხვა გუნდში ითამაშა: “ბანგაში”, “კრუოიასა” და “შიაულაიში”. საერთო ჯამში, ლიტვაში ჩატარებულ 31 მატჩში 24 გოლი გაიტანა.    

0.1175