თამაშგარე

12:17 | 23.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალანისა და ზამირას ამბები

რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი ალან ძაგოევი წარმოშობით ცხინვალელი ოსია და როგორც თავად ამბობს, თავისი სამშობლო ძალიან უყვარს და ბევრი თანამემამულისგან განსხვავებით, ოსურ ენას საკმაოდ კარგად ფლობს. საქართველოს ისტორიის ჩარხს წაღმა რომ ებრუნა, ალან ძაგოევი ახლა წესით საქართველოს ნაკრების ფორვარდი უნდა ყოფილიყო.

ალან ძაგოევი სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა. ფეხბურთელმა ცოლად თანამემამულე, წარმოშობოით ჯაველი ოსი გოგონა ზამირა აბაევა მოიყვანა და ჯვრისწერის შემდეგ, შუაგულ მოსკოვში ტრადიციული კავკასიური წესით, ქორწილიც გადაიხადა.

როგორც ერთ-ერთი რუსული გამოცემა იუწყება, ალან ძაგოევის ცოლი ამჟამად ფეხმძიმედაა და ბიჭს ელოდება. თუმცა, ეს ფაქტი არც ალანს და არც მის მეუღლეს არ დაუდასტურებია. წყვილის ძირითად საცხოვრებელ ადგილად კი კვლავინდებურად მოსკოვი რჩება.

 

0.179343