ფეხბურთი

15:38 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ალანიას”, ქართველების განაცხადში შეყვანის იმედი სამშაბათს აქვს

რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ვლადიკავკაზის “ალანიას” მთავარ მწვრთნელ ვლადიმერ გაზაევს იმედი აქვს, რომ ქართველ ფეხბურთელებს, გოჩა ხოჯავასა და ოთარ მარცვალაძეს, გუნდის საჩემპიონატო განაცხადში სამშაბათს, 16 ივლისს, შეიყვანენ. ამის შესახებ, გაზაევმა ინტერნეტგამოცემა Sportbox.ru-სთან საუბარში განაცხადა.

“იმედია, ოთარ მარცვლაძესა და გოჩა ხოჯავას განაცხადში სამშაბათს შევიყვანთ, როდესაც რუსეთის საფეხბურთო კავშირის დავების განხილვის პალატის სხდომა ჩატარდება. მინდა მჯეროდეს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება. მარცვალაძისა და ხოჯავას გარდა, განაცხადში კიდევ ოთხი ფეხბურთელი ვერ შეგვყავს”, – აღნიშნა გაზაევმა.

ვლადიკავკაზელებს, კლუბის ყოფილი ფეხბურთელების მიმართ ფინანსური დავალიანება აქვთ და ამიტომ, განაცხადში ახალი ფეხბურთელები ვერ შეჰყავთ. შესაბამისად, ხოჯავამ და მარცვალაძემ, პირველი დივიზიონის სტარტზე “უფასთან” და “ანგუშტთან” მატჩები გამოტოვეს.

0.131938