ფეხბურთი

19:46 | 12.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალადაშვილმა “სკა-ენერგიასთან” კონტრაქტი გააფორმა

კახა ალადაშვილმა რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ხაბაროვსკის “სკა-ენერგიასთან” კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ხაბაროვსკელთა გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა ინტერნეტპორტალ sportbox.ru-სთან საუბარში განცხადა. თუმცა, არ დაუკონკრეტებია ახალწვეულმა კლუბს ბედი რამდენი ხნით დაუკავშირა.

ამრიგად, 30 წლის მარჯვენაფლანგელი მესამე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც “სკა-ენერგიაში” ითამაშებს. ალადაშვილს გუნდში გოგიტა გოგუა და გიორგი ნავალოვსკი დახვდნენ. აქამდე, მას რუსეთის პირველ დივიზიონში მახაჩყალის “ანჟის” შემადგენლობაში უთამაშია და 2009 წელს გუნდთან ერთად პრემიერლიგის საგზური მოიპოვა.

0.116856