ფეხბურთი

12:52 | 14.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალადაშვილი “სკა-ენერგიასთან” ერთად ისრაელშია

კახა ალადაშვილი, რომელმაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საშემოდგომო ნაწილი გორის “დილაში” გაატარა, ისრაელის ქალაქ ეილათში შეკრებაზე რუსეთის პირველი დივიზიონის ხაბაროვსკის “სკა-ენერგიასთან” ერთად იმყოფება. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა amurpress.ru “სკა-ენერგიას” პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

ხაბაროვსკელებთან ერთადაა გიორგი ნავალოვსკი, ხოლო გოგიტა გოგუას მამა ჰყავს ავად და თანაგუნდელებს მოგვიანებით შეურთდება.

ორშაბათს, ხაბაროვსკელებმა პირველი ამხანაგური მატჩი ეილათის ნაკრებთან ჩაატარეს და 5:0 მოიგეს. “სკა-ენერგიაში” ნავალოვსკისა და ალადაშვილის არ უთამაშიათ. გამარჯვებულთა რიგებში სამი გოლი რუსეთში მოღვაწე ცნობილი საფეხბურთო მსაჯის ლაშა ვერულიძის შვილმა ალექსანდრე ვერულიძემ გაიტანა, რომელიც მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა. “სკა-ენერგიაში” მეორე ტაიმი ითამაშა ახრიკ ცვეიბას შვილმა სანდრო ცვეიბამ.

 

0.11706