თამაშგარე

11:37 | 18.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

“აკვალანგისტი” ბიონსე

მას შემდეგ, რაც ამერიკის კალათბურთის კლუბ “ბრუკლინ ნეთსის” ერთ-ერთი თანამფლობელი, ცნობილი ამერიკელი რეპერი ჯეი-ზი გახდა, ამ ადამიანის ცხოვრებოთ უკვე სპორტის მოყვარეულებიც ინტერესდებიან. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ჯეი-ზის მეორე ნახევარი, ქმარზე მეტად პოპულარული მომღერალი ბიონსე გახლავთ.
ბიონსე ქმრის საყვარელი საკალათბურთო კლუბის მატჩებზე იშვიათად უნახავს ვინმეს. თუმცა, სპორტი ამ დიდებული ქალის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ბიონსე სპორტის არაერთ სახეობას მისდევს. განსაკუთრებით ტანვარჯიშსა და ჩოგბურთს, რაც ბიონსეს ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება.
თუმცა, ამასწინათ ჯეი-ზის ცოლმა აკვალანგისტობაც სცადა და სეიშელის კუნძულებზე ქმრის მიერ მისთვის შეძენილი იახტიდან ოკეანეში რამდენჯერმე გადახტა და ფსკერზეც “გაისეირნა.” ახლა, მთელი ინტერნეტი ბიონსეს ფოტოებითაა სავსე. თქვენ “აკვალანგისტი” ეძახეთ და...
 

0.174983