სხვა

16:14 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

აკი ბაშო მონღოლი იოკოძუნას გარეშე გაგრძელდება

ძურიოს ლიდერებში კი ტოჩინოშინიც იმყოფება


ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის ბაშოს მორიგი დღის მთავარი სიახლე იოკოძუნა ჰარუმაფუჯის ტურნირიდან მოხსნა გახდა. მონღოლი სეკიტორის ოიაკატა ისეგაჰამას თქმით, ჰარუმაფუჯის თვალის ტრავმა აქვს და დოჰიოზე გასვლას ვეღარ შესძლებს.

შეგახსენებთ, რომ აკი ბაშოს მე-4 დღეს ჰარუმაფუჯიმ დასავლეთის მე-3 მაეგაშირა იოშიკაძეს თმებზე მოქაჩა და დისკვალიფიკაციაც მიიღო, ამას გარდა კი, თვალში მეტოქის ხელი მოხვდა და სისხლჩაქცევაც გაუჩნდა. დღეს მონღოლი გოლიათი დასავლეთის მე-4 მაეგაშირა ოსუნაარაშის უნდა გაჯიბრებოდა, თუმცა, ეგვიპტელს გამარჯვება უბრძოლველად ერგო.

ისიც ვთქვათ, რომ ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს 5-5 მოგებით იოკოძუნები – ჰაკუჰო და კაკურიუ და ლიგის 21 წლის დებიუტანტი იჩინოჯო ლიდერობენ.

3 სუმოისტი უდგას სათავეში რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონს და სასიხარულოა, რომ მათ შორის ქართველი ლევან გორგაძეც გახლავთ. ტოჩინოშინმა, რომელიც დასავლეთის მე-5 ნომრის სტატუსით ირჯება, აღმოსავლეთის მე-2 ნომერი ჰომარეფუჯი იორიკირით დაამარცხა.

სექტემბრის სუპერტურნირის სტარტზე განცდილი 2 მარცხის კვალად, მიჯრით მე-3 გამარჯვება იზეიმა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. ქართველმა გოლიათმა (დასავლეთის მე-3 ნომერი) დასავლეთის მე-6 ნომერ ფუჯიაძუმას ოშიდაშით აჯობა.

ტოკიოს ბაშოს მე-6 დღეს ფუჯიაძუმას მეტოქე უკვე ტოჩინოშინი იქნება, გაგამარუ კი აღმოსავლეთის მე-5 ნომერი ვაკანოსატოს გაეჯიბრება.

სექტემბრის ბაშოს მე-5 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=XcegnyAaA9U

0.118399