აკაკი გოგიამ, რომელიც ჰამბურგის “ზანკტ პაულიში” მომავალი სეზონის ბოლომდე ითამაშებს, ახალ გუნდში უკვე ივარჯიშა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუც მისცა.
- გუნდთან პირველმა ვარჯიშმა როგორ ჩაიარა? ფეხბურთელებმა კარგად მიგიღეს?
- ბიჭებმა ძალიან კარგად მიმიღეს. პირველმა ვარჯიშმა კარგად ჩაიარა და თავს კომფორტულად ვგრძნობ.
- სეზონის მეორე ნახევარი მარჯვენა მუხლზე მიღებული მყესების ტრავმის გამო გაგიცდათ. სრულიად გამოჯანმრთელდით?
- ყველაფერი ნორმალურადაა. ტრავმის მკურნალობა ქირურგიული ჩარევის გარეშე გადავწყვიტე. ოთხი კვირის განმავლობაში ფეხი თაბაშირში მქონდა, ხოლო შემდეგ სამი კვირა სარეაბილიტაციო ცენტრში ვმკურნალობდი. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ახლა აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ.
- როგორც ვიცით, “ზანკტ პაულიში” ნაცნობი უკვე გყავდათ ერდოღან პინის სახით. მან კლუბისა და ქალაქის შესახებ რაიმე მოგიყვათ?
- ერდოღანთან ერთად “ვოლფსბურგში” ვთამაშობდით. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. ცხადია, ვიდრე ჩამოვიდოდ ტელეფონით ვისაუბრეთ. ის რაც მან მითხრა, დამატებით კიდევ ერთი მიზეზია, რომ აქ ვარ. ერდოღანიც თქმით, ზანქტ პაული ძალიან მაგარი ადგილია.
- ამის გარდა, კიდევ რა იყო უფრო მნიშვნელოვანი, რომ არჩევანი “ზანკტ პაულიზე” გააკეთეთ?
-კლუბის სპორტულ დირექტორთან რაშიდ აზოუზისთან და მთავარ მწვრთნელ ანდრე შუბერტთან მოლაპარაკებამ კარგად ჩაიარა. დიდი კლუბი და დიდი ქალაქია. უბრალოდ მსურდა “ზანკტ პაულიში” მეთამაშა. გული აქეთკენ მიწევდა. “ვოლფსბურგში” და “აუგსბურგში” კარგი იყო, მაგრამ ახლა “ზანკტ პაულიში” ვარ და ახალ კლუბში თამაშს მოუთმენლად ველი.
- მომავალი სეზონის წინ, პირადად რა მიზანს ისახავთ?
- ახალ გამოწვევებს, რომლებიც აქ მელოდება მოუთმენლად ველი. იმედი მაქვს, რომ სეზონს კარგად დავიწყებთ და წარმატებით დავასრულებთ. ამისთვის ყველაფერს გავიღებ.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა