კალათბურთი

18:42 | 23.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი დვალიშვილი “ქუთაისი-2010”-ში ითამაშებს

სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ცენტრალური თავდამსხმელი აკაკი დვალიშვილი (14.02.91, 208 სმ, 90 კგ), მინიმუმ 2013-14 წლების სეზონს სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ “ქუთაისი-2010”-ში გაატარებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად დვალიშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ აკაკი დვალიშვილი რუსთავის საკალათბურთო სკოლის აღზრდილია. “რუსთავის” გარდა, დვალიშვილი თსსუ-ში, “შსს აკადემიასა” და “ოლიმპში” გამოდიოდა. 2012-13 წლების სეზონში “ოლიმპში” ითამაშა და გუნდთან ერთად ვერცხლის მედალი, სუპერთასი და ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალი მოიგო. არის საქართველოში არსებული ყველა ტიტულის მფლობელი, ევრო-2013-ის შესარჩევ ტურნირში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი.

0.120867