თამაშგარე

11:44 | 1.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

აივერსონი ცოლმა გაქურდა

მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავმა, ალენ აივერსონმა პოლიციას მიმართა ყოფილი ცოლის ტავან აივერსონის დაკავების მოთხოვნით – იტყობინება სააგენტო TMZ. ”ფილადელფია სიქსერზის” ყოფილმა უკანახაზელმა აზიის ტურნედან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა რომ მისი სახლი პრაქტიკულად დაცარიელებული იყო. მისმა ყოფილმა მეუღლემ სახლიდან გაიტანა ძვირადღირებული ავეჯი, ხელოვნების ნიმუშები და დიდი ოდენობით ფული.
აივერსონის განცხადებით, მან რამდენჯერმე სთხოვა ყოფილ მეუღლეს ნივთების დაბრუნება, თუმცა, ტავანიმ უარი განაცხადა. წყვილი ხშირად ჩხუბობს მას შემდეგ, რაც გასულ წელს გაყრის პროცესი დაიწყო. გასულ თვეში კალათბურთელის ყოფილმა მეუღლემ დაცვა მოითხოვა, რადგან მისსივე განცხადებით, აივერსონი ხშირად ემუქრება და აწუხებს. ახლა კი თავად კალათბურთელი ითხოვს რომ მისი შვილების დედა ციხეში ჩასვან, სანამ იგი არ დააბრუნებს მის კუთვნილ ნივთებს. ასევე კალათბურთელი ითხოვს რომ ყოფილ ცოლს აუკრძალონ მის სახლში შესვლა.
36 წლის აივერსონმა ბოლოს ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის ეგიდით გამართულ მატჩში 2009/10 წლის სეზონში ითამაშა. მაგრამ კარიერის დასრულება მას ჯერჯერობით არ უნდა. ”მინდა კალათბურთის თამაში, რადგან მიყვარს ეს თამაში. ამასთანავე ვაცნობიერებ რომ ძველ სათამაშო დონეს ვეღარ მივაღწევ. დარწმუნებული ვარ შევძლებ გამოვიდე პროფესიონალურ დონეზე და ამით ბედნიერი ვიქნები” – განაცხადა ცოლზე განაწყენებულმა კალათბურთელმა.

0.133308