“შალკეს” 28 წლის შვეიცარიელი შემტევი ტრანკილო ბარნეტა, მომდევნო სეზონში, ფრანკფურტის “აინტრახტში” ითამაშებს.
მას შემდეგ, რაც გელზენკირხენელებმა კევინ-პრინც ბოატენგი და კრისტიან კლემენსი დაიმატეს, ბარნეტას სათამაშო დროს შემცირება დაემუქრა. ამის გამო, ფეხბურთელმა და კლუბმა გადაწყვიტეს, რომ შვეიცარიელისთვის არენდა კარგი იქნებოდა, ხოლო დღეს ცნობილი გახდა, რომ ბარნეტა “აინტრახტში” ითამაშებს.
“აინტრახტში” გადასვლით ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა, ეროვნულ ნაკრებში გავემგზავრები, ხოლო დაბრუნების შემდეგ, ახალ თანაგუნდელებს გავიცნობ და “აინტრახტს” რითიც შემეძლება დავეხმარები.” – ციტირებს ბარნეტას სიტყვებს ფრანკფურტელთა ოფიციალური ვებგვერდი.
ტრანკილო ბარნეტა “შალკეში” 2012 წლის ზაფხულში გადავიდა. გელზენკირხენელთა მაისურით მას ბუნდესლიგაში 22-ჯერ უთამაშია.