ამსტერდამის “აიაქსში” ერთობ კურიოზული ვითარებაა – მეკარეების ტრავმებისა და დისკვალიფიკაციების გამო, შესაძლოა, უახლოეს მატჩში, სათადარიგოთა სკამზე ადგილი კლუბის მარკეტინგის დირექტორმა და ყოფილმა მეკარემ – ედვინ ვან დერ სარმა დაიკავოს.
პირველმა ნომერმა კენეტ ვერმერმა უკანასკნელ მატჩში წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია. ტრავმა აქვს მე-3 მეკარე მიკი ვან დერ ჰარტს და ამსტერდამელთა განკარგულებაში მხოლოდ იასპერ სილესენია. ამგვარად, “აიაქსში” მეკარის დუბლიორის აუცილებლობაა, რის გამოც, შესაძლოა, ვან დერ სარი ფეხბურთში ერთი დღით დაბრუნდეს.
“აიაქსში” არ გამორიცხავენ, რომ ვან დერ სარის ნაცვლად, სილესენის დუბლიორობა მეკარეების 47 წლის მწვრთნელ კარლო ლ’ამის მოუწიოს.