ფეხბურთი

18:04 | 8.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“აიაქსი” “მილანს” დანაკლისით ხვდება

ამსტერდამის “აიაქსი” “მილანთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. Goal-ის ცნობით, ამსტერდამელებს ძალზე მნიშვნელოვან შეხვედრაში სიმ დე იონგი და ლერინ დუარტე დააკლდებიან.

დე იონგმა კოლუმბიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში მუხლქვეშა მყესი დაიზიანა და ჯერ არ გამოჯანმრთელებულა. ანალოგიური ტრავმა აწუხებს დუარტესაც. “აიაქსის” სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაადასტურა, რომ ხსენებული ფეხბურთელები “როსონერის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ.

თუკი ამსტერდამელები მილანელებს დაამარცხებენ, უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

 

0.115963