“ვალენსიას” ყოფილი მცველი რობერტო აიალა კლუბის სპორტულ დირექტორად დაინიშნა. ესპანური პრესის ცნობით, ვეტერანი არგენტინელი “ღამურების” შეთავაზებამ ძალიან გაახარა.
“ვალენსიაში ყოველი ჩამოსვლისას ვგრძნობ ხალხის სიყვარულს და პატივისცემას. ღმერთს ვთხოვ, ამ გუნდისთვის სარგებლის მოტანა კიდევ შემაძლებინოს. იმედია, ევროპის საუკეთესო კლუბებს შორის დავიმკვიდრებთ ადგილს. საერთო განწყობაც ასეთია და ეს ძალიან მახარებს” – განაცხადა აიალამ.