ფეხბურთი

21:58 | 28.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

აი, ეს არის პიაზონი!

"აუგსბურგმა" "ჰერტას" ჰოლანდიელი პაულ ვერჰაეგის გატანილი პენალტით მოუგო. ეს გოლი პირველ ტაიმში გავიდა, მეორეში კი ვერჰაეგი ტრავმის გამო შეცვალეს: ბერლინელთა ბრაზილიელ შემტევ რონის შეეჯახა, ტვინის შერყევა დაემართა და საავადმყოფოში წაიყვანეს. ამჟამად, ჰოლანდიელის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.    

"ჰერტას" საუკეთესო შანსი მატჩის დასაწყისში ჰქონდა, რომელიც სოლომონ კალუმ ვერ გამოიყენა.

ბუნდესტური ჰამბურგში დასრულდა: მასპინძლები "აინტრახტს" ხვდებოდნენ და შეხვედრა მშვიდად, 1:1 სრულდებოდა, მაგრამ მოედანზე სულ რაღაც 4 წუთის შესულმა ბრაზილიელმა ლუკას პიაზონმა სტუმრებს მოაგებინა. თან, რა გოლი გაიტანა... 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმის შედეგად ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა და ჰამბურგელთა მეკარე დრობნი ვერაფერს გახდა.

პიაზონის გოლმა მისი თანამემამულე, საჯარიმოების დიდოსტატი ჟუნინიო პერნამბუკანო გაგვახსენა.  

აუგსბურგი-ჰერტა 1:0 (1:0)

აუგსბურგი: ჰიტცი, რაჰმან ბაბა, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ვერჰაეგი (ფილიპი 71), ბაიერი, კორი (ჰონგი 83), ტობიას ვერნერი, ალთინტოპი, ბობადილია (ჯაიუბი 65), ჯურიჩიჩი.

მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

ჰერტა: კრაფტი, ჰეიტინგა (შიბერი 69), პეკარიკი, ჰასოგაი, ლუსტენბერგერი, ნჯენგი, რონი, სკილბრედი, ბერენსი (ბენ-ჰატირა 80), ჰარაგუჩი (შტოკერი 69), კალუ

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

გოლი: 1:0 ვერჰაეგი (27 პენ)

გაფრთხილება: კრაფტი (26), ჯურიჩიჩი (32), ჰასოგაი (36), ჰეიტინგა (60), რონი (62)_, კორი (76)

მსაჯი: დანკერტი

 

ჰამბურგი-აინტრახტი 1:2 (0:1)

ჰამბურგი: დრობნი, ჯურუ, ოსტრჟოლეკი, რაისი, ვესტერმანი, არსლანი (რუდნევსი 86), ბეჰრამი, ჰოლტბი (ჟირაჩეკი 86), ნიკო მიულერი (დიკმაიერი 90), შტიბერი, ლასოგა

მწვრთნელი: იენს ცინბაუერი

აინტრახტი: ვედვალდი, ანდერსონი, ჩანდლერი, ოცზიპკა, რუში, აიგნერი (პიაზონი 86), ჰასებე, იგნიოვსკი (ინუი 71), მედოევიჩი, ალექსანდრ მაიერი, სეფეროვიჩი (მადლუნგი 90+3)

მწვრთნელი: თომას შააფი

გოლები: 0:1 სეფეროვიჩი (44), 1:1 ნიკო მიულერი (57), 1:2 პიაზონი (90+2)

გაფრთხილება: ბეჰრამი (20), მედოევიჩი (25), აიგნერი (38), ჟირაჩეკი (88)

მსაჯი: მაიერი   

 

ილია კახელიშვილი

0.129069