ფეხბურთი

22:13 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

აგუეროს თვე გაუცდება

“მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ვარსკვალვი სერხიო აგუერო გუნდს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი “ტოტენჰემთან” გამართულ მატჩში მიღებული ტრავმაა.

პრემიერლიგის გასულ ტურში, “ტოტენჰემთან” მოგებულ შეხვედრაში (5:1), აგუერომ ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს მან ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. როგორც გაირკვა, ფეხბურთელს მუხლქვედა მყესი აქვს დაჭიმული და მის მკურნალობას დაახლოებით 1 თვე დასჭირდება.

აგუეროს ტრავმა ნიშნავს, რომ ის პრემიერლიგაში “ჩელსის”, “ნორვიჩის”, “სანდერლენდისა” და “სტოკის”, ინგლისის თასზე “მანჩესტერ იუნაიტედის”, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

სერხიო აგუერომ, მიმდინარე სეზონში, “სიტის” მაისურით 25 თამაში ჩაატარა და 26 გოლის გარდა, თავი 8 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა.

0.122593