“მანჩესტერ სიტის” ფორვარდი სერხიო აგუერო კლუბის გამოცვლაზე არ ფიქრობს და მხოლოდ მაურისიო პელეგრინის გუნდში ასპარეზობითაა დაინტერესებული. როგორც ირკვევა, მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, არგენტინელმა რამდენიმე კლუბს უთხრა კონტრაქტზე უარი.
“ორი კონკრეტული წინადადება მქონდა, მაგრამ არ მაინტერესებდა და არც განმიხილავს. “სიტიში” უბედნიერესი ვარ. მანჩესტერი ძალიან მიყვარს. ახალ სეზონში ყველა ტიტულის მოგება გვინდა და ვიმედოვნებთ, ასეც იქნება. ჩემი პირველი “ინგლისური” სეზონი პრემიერლიგის მოგებით დასრულდა და ძალიან კარგი იყო, რასაც გასულ წელზე ვერ ვიტყვი”. – განუცხადა აგუერომ Sky Sports-ს.
რამდენადაც ცნობილია, აგუეროს ესპანური გრანდები – “რეალი” და “ბარსელონა” იწვევდნენ.