ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ტრავმირებული ფორვარდი სერხიო აგუერო მოედანზე გასვლას სანაკრებო პაუზის შემდეგ შეძლებს. არგენტინელის გამოჯანმრთელების პროცესი თითქმის უკვე დასრულებულია.
“მუხლი თითქმის სრულ მზადყოფნაშია, მაგრამ ნაკრების სამედიცინო შტაბმა ჩემი დასვენება გადაწყვიტა, რათა სრულად გამოვჯანმრთელდე”, - დაწერა თავდამსხმელმა “ტვიტერის” პირად გვერდზე.
“სიტის” თავკაცი რობერტო მანჩინი აგუეროს დაბრუნებას 30 მარტს, “ნიუკასლთან” მატჩში ელის.
ტრავმის გამო, აგუერო არგენტინის ეროვნულ ნაკრებს “ვენესუელასთან” და “ბოლივიასთან” მატჩებში დააკლდება.