“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის თქმით, გუნდის არგენტინელი შემტევი სერხიო აგუერო მოედანს “ლივეპულთან” გასამართ მატჩში დაუბრუნდება.
25 წლის ფეხბურთელს 12 მარტის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც მისი გუნდი, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, “ბარსელონასთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
“სერხიოს ყველაფერი რიგზე აქვს. ის გუნდთან ერთარ მუშაობს, მაგრამ თამაშს მხოლოდ ხუთშაბათიდან შეძლებს. მას ტრავმა აღარ აწუხებს, მაგრამ მიმდინარე კვირაში დაბრუნება ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნება. თუმცა, მომდევნო კვირაში, “ლივერპულთან” მატისთვის, ის მზად იქნება.” – აცხადებს მანუელ პელეგრინი.
“სიტი” “ლივერპულს” 13 აპრილს ეწვევა. მანამდე, 5 აპრილს, “ქალაქელები” “საუთჰემპტონს” უმასპინძლებენ.