ფეხბურთი

20:05 | 17.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო ჩემპიონობის იმედს არ კარგავს

“მანჩესტერ სიტის” არგენტინელ შემტევს, სერხიო აგუეროს ჯერ კიდევ სჯერა, რომ მისი გუნდი ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლას შესძლებს.

პერმიერლიგის დასრულებამდე 12 ტურით ადრე, “სიტი” ლიდერ “მანჩესტერს” 12 ქულით ჩამორჩება, მაგრამ აგუერო იმედს მაინც არ კარგავს.
“ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ესაა ჩემი დევიზი და სწორედ ასეთი განწყობის წყალობით მოვიგეთ გასულ სეზონში ჩემპიონატი.
ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. “მანჩესტერისთვის” წინააღმდეგობის გაწევა ჯერ კიდევ შეგვიძლია. გასულ სეზონში, მათ საჩემპიონო ბრძოლა მოვუგეთ და ვაპირებთ იგივე გავიმეოროთ.” – ციტირებს აგუეროს სიტყვებს Sky Sports-ი.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, “სიტიმ” ინგლისის ჩემპიონის წოდება სწორედ სერხიო აგუეროს ზუსტი დარტყმის წყალობით მოიპოვა.
0.119661