ფეხბურთი

21:49 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

აგირე იაპონიას გაწვრთნის

 55 წლის მექსიკელმა სპეციალისტმა, ხავიერ აგირემ იაპონიის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა. აგირემ, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში “ესპანიოლს” თავკაცობდა, აზიური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალბერტო ძაკერონი შეცვალა.

“ფეხბურთელებისგან დისციპლინას ვითხოვ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა ჟ ლიგიდან დაწყებული ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელებით დამთავრებული. თუმცა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პრიორიტეტი კოლექტიური თამაში იქნება.” – განაცხადა აგირემ იაპონიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ.

0.116732