ფეხბურთი

14:03 | 29.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

აგერი წასვლაზე ალაპარაკდა

ინგლისური “ლივერპულის” მცველი დანიელ აგერი კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს. Goal-ის ცნობით, დანიელი უკანახაზელი წასვლაზე არასაკმარისი სათამაშო დროის გამო ფიქრობს.

“თუ რეგულარულად არ ვითამაშებ, წასვლა მომიწევს. მთავარი მწვრთნელი ჩემს დონეს თუ არასათანადოდ აფასებს, ახალი კლუბის ძიებას უახლოეს პერიოდში დავიწყებ. აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვარ. თუკი ამის საშუალება არ მომეცემა, “ლივერპულს” დავტოვებ”, - განაცხადა მცველმა.

გავრცელებული ინფორმაციით, აგერის შეძენა კატალონიის “ბარსელონას” სურს.

 

0.115055