“ლივერპულის” დანიელი მცველი დანიელ აგერი ადასტურებს, რომ გასულ ზაფხულში, მისით “ბარსელონა” იყო დაინტერესებული, მაგრამ მერსისაიდელებმა ის კატალონიურ კლუბში არ გაუშვეს.
“ბარსელონა” ჩემით ნამდვილად იყო დაინტერესებული, მაგრამ “ლივერპულმა” არ გამიშვა. ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო.
დავტოვებ თუ არა “ლივერპულს”? არ ვიცი. ამ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2.5 წლით მაკავშირებს და ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე წასვლას არ ვაპირებ.” – ციტირებს აგერის სიტყვებს Goal-ი.