“პორტუს” კოლუმბიელი თავდამსხმელის, ჯექსონ მარტინესის აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტის შეძენით კატალონიის “ბარსელონაა” დაინტერესებული.
“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ “ბარსელონა” მარტინესით სერიოზულადაა დაინტერესებული. თუმცა, კოლუმბიელს თვალს მხოლოდ კატალონიელები არ ადევნებენ. მისი შეძენა ერთ მადრიდულ გუნდსაც სურს. გარდა ამისა, ჯექსონის მიმართ ინტერესს სერია A-ს რამდენიმე დიდი გუნდი იჩენს. ამჟამად, “პორტუ” შეთავაზებებს განიხილავს. თუ ტრანსფერი განხორციელდა, გუნდისთვის მარტინესის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ფეხბურთელის ფასი დიდი იქნება.” – ციტირებს 26 წლის მარტინესის აგენტის, ჯოვანი ფიორის სიტყვებს Tuttomercatoweb-ი.
ჯექსონ მარტინესი “პორტუში” 2012 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში, პორტუგალიელთა მაისურით ჩატარებულ 34 მატჩში მან 31 გოლი გაიტანა.