მას შემდეგ, რაც ვლადიმერ დვალიშვილთან მოლაპარაკება ვერ მოახერხა, აზერბაიჯანულმა “ყარაბახმა” საკუთარი რიგების გასაძლიერებლად მე-2 ქართველ ფორვარდ ნიკოლოზ გელაშვილს უხმო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Azerifootball.com ავრცელებს.
27 წლის გელაშვილმა ბოლო 1.5 წელი გერმანულ “ბოხუმში” გაატარა, თუმცა, თავი ვერაფრით გამოიჩინა – გასულ სეზონში მან მე-2 ბუნდესლიგაში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. შთამბეჭდავი ნამდვილადა არაა ნიკოლოზის სანაკრებო კარიერაც. ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 16 შეხვედრაშის მას გოლი ჯერაც არ შეუგდია.
“ყარაბახის” მთავარი მწვრთნელის გურბან გურბანოვის გეგმაში გელაშვილი მე-2 ადგილზე გახლდათ და მას ყურადღება მას შემდეგ მიაპყრეს, რაც პოლონური “ლეგიადან” დვალიშვილის ტრანსფერი არ შედგა.
მოსალოდნელია, რომ ქართველი თავდამსხმელი აგდამელთა რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით მომავალი სეზონის ბოლომდე გადაბარგდება.
ცნობისთვის, ამჟამად “ყარაბახი” თურქეთში იმყოფება და მოახლოებული უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი რაუნდისთვის სამეზობლოში ემზადება.