ფეხბურთი

19:29 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ნაკრებები ConIFA-ს მსოფლიო პირველობაზე მიიწვიეს

 აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრებები ფიფას მიერ არაღიარებული სახელმწიფოების მსოფლიო ჩემპიონატზე არიან მიწვეული, რომელიც 2014 წელს შვედეთში გაიმართება.

ხსენებულ ტურნირს ორგანიზაცია ConIFA ატარებს, რომელიც იმ ქვეყნებს აერთიანებს, ვისაც ფიფა არ ცნობს. მომავალი ტურნირი შვედეთის ქალაქ ესტერსუნდში 1-დან 8 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ყველა თამაში “ჯამკტრაფტ არენაზე” ჩატარდება, რომელზეც 5092 გულშემატკივარი ეტევა. ტურნირში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს. ბოლო მომენტში შვედეთში ჩასვლაზე უარი კატალონიამ და რაპა-ნუიმ თქვეს. ConIFA გეგმავს, რომ მსგავსი ტურნირები ორ წელიწადში ერთხელ ჩაატაროს.

შვედეთში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ნაკრებების გარდა, რომლებიც ConIFA-ში გაწევრიანდნენ, მთიანი ყარაბაღი, ერაყის ქურთისტანი, პადანია, ზანზიბარი, ტამილ ილამი, საპმი, კვებეკი, ელან ვანინი, დარფური, არამეული სირია და აკვიტანია ითამაშებენ.

0.140192