ფეხბურთი

12:34 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

აფელაის სატრფოს საწარმოო ტრავმა

ჰოლანდიელი ფეხბურთელის, იბრაჰიმ აფელაის გულისსწორი, მოდელი დორიენ როსი, საზოგადოების ყურადღებისგან განებივრებული ქალია. ეს პირველ რიგში საკუთრივ დორიენის დამსახურებაა, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე თამამი ფოტოსესიებით ახალისებს სრულიად ევროპას.

ამასწინათ, დორიენმა ლუქსემბურგის ერთ-ერთ სტუდიაში მორიგ ფოტოგადაღებებში მიიღო მონაწილეობა და როგორც ევროპის რამდენიმე ბულვარული გამოცემა წერს, სააბაზანოში პოზიორობის დროს, ფეხი დაუცურდა და კინაღამ მძიმე ტრავმა მიიღო.

საინტერესოა, ევროკავშირის კანონმდებლობით, ასეთი ტიპის ტრავმა როგორ კვალიფიცირდება. არ არის გამორიცხული, რომ საწარმოო ტრავმადაც კი შეფასდეს. ბოლოს და ბოლოს, ქალი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა...


0.190115