ფეხბურთი

17:03 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

აფელაიმ "ოლიმპიაკოსს" მიაშურა

  ტრავმებით გაწამებული კატალონიის "ბარსელონას"  ჰოლანდიელი ნახევარმცველი იბრაჰიმ აფელაი, კარიერას პირეოსის "ოლიმპიაკოსში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია "ბლაუგრანას" და ბერძნული გრანდის ოფიციალურმა ვებ-გვერდებმა გაავრცელეს.

28 წლის ფეხბურთელი საბერძნეთში ერთწლიანი განათხოვრების წესით ითამაშებს და მომდევნო სეზონის ბოლოს კატალონიელებთან კონტრაქტიც დაუმთავრდება. შეთანხმების თანახმად, პირეოსელებს აფელაისთან ორწლიანი კონტრაქტის გახანგრძლივების უფლებაც ექნებათ.

იბრაჰიმ აფელაი "ბარსელონას" 2011 წელს შეუერთდა, ერთი პერიოდი "შალკეშიც" იყო განათხოვრებული. სულ კი კატალონიელთა მაისურით 35 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გიორგი ბალახაძე

0.118431