“ბარსელონას” ჰოლანდიელი შემტევის, იბრაჰიმ აფელაის აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტი, ჯერჯერობით, სამშობლოში დაბრუნების ვარიანტს არ განიხილავს.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფელაი “ბარსას” ახალი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს გეგმებში არ შედის და მას გუნდის დატოვება მოუწევს.
“იბრაჰიმთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ ჰოლანდიიდან მიღებულ შემოთავაზებებს არ განვიხილავთ. ფეხბურთელის მკაფიო პოზიციაა, რომ ის, ამ ეტაპზე, ერედივიზიონში დაბრუნებას არ გეგმავს.” – აცხადებს აფელაის აგენტი რონ იანსენი.
იბრაჰიმ აფელაი პსვ-დან “ბარსელონაში” 2011 წელს გადავიდა, მაგრამ ტრავმები გამო მან კატალონიურ გუნდში მხოლოდ 35 თამაში ჩაატარა. 2012-13 წლების სეზონში ჰოლანდიელი “შალკეში” იყო განათხოვრებული.