ფეხბურთი

16:33 | 8.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ადვოკატი პსვ-დან მიდის

დიკ ადვოკატმა გადაწყვიტა ეინდჰოვენის პსვ-სთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივოს, წერს სააგენტო NOS-ი. ცნობილმა სპეციალისტმა ეინდჰოვენელებთან შარშან ზაფხულში ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, წლეულს კი სამწვრთნელო პოსტზე ჰოლნდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ფილიპ კოკუ შეცვლის. სად გააგრძელებს კარიერას ადვოკატი, ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, რომ დღეისთვის ჰოლანდიის ჩემპიონატში პსვ-ს 60 ქულა აქვს და ცხრილში ჩვენებურების “ვიტესთან” II-III ადგილებს ინაწილებს.

0.119307