ჰოლანდიის “ალკმაარის” მთავარ მწვრთნელად დიკ ადვოკატი დანიშნეს. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ალკმაარის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
66 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გერტაინ ვერბეკი შეცვალა. გასულ სეზონში, ადვოკატი პსვ-ს მთავარი მწვრთნელი იყო. “ალკმაარში” მიწვევამდე მას “გალათასარაისა” და ირლანდიის ნაკრებში მუშაობას სთავაზობდნენ, მაგრამ უარი თქვა.
ადვოკატი “ალკმაარს” 2009-2010 წლების სეზონშიც წვრთნიდა და მაშინ, მისი ერთ-ერთი ასისტენტი შოთა არველაძე იყო.