ბრაზილიაში, ბულვარული პრესის ჟურნალისტები ადრეც წერდნენ, რომ ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის, ადრიანოს მეგობრების ერთი ნაწილი ტრანსისვიტები, იგივე ტრანსექსუალები იყვნენ და სმა-ჭამის მოყვარული ფეხბურთელი არაერთხელ უნახავთ ტრანსისვიტთა გარემოცვაში. ამის მიუხედავად, თავად ფეხბურთელის სექსუალურ ორიენტაციაში აქამდე ეჭვი არავის შეუტანია და ტრანსექსუალებთან მეგობრობის გამო, მისთვის აუგი არავის უთქვამს. თუმცა, არევ-დარევის მოყვარე ფეხბურთელს ასეთი კატეგორიის ხალხთან მეგობრობა, შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს.
ადრიანოს ერთ-ერთი ტრანსისვიტი მეგობარი, ვინმე კოშტა ლუციოსი ბრაზილიის პოლიციამ, ცოტა ხნის წინათ, მკვლელობის ბრალდებით დააკავა და ახლა მისი სამეგობრო წრის მოკვლევა და დადგენა მიმდინარეობს. ბრალმდებლებს თუ დავერწმუნებით, უგონოდ მთვრალმა კოშტა ლუციუსმა თავისი ერთ-ერთი ასევე ტრანსისვიტი მეგობარი, აფექტის მდგომარეობაში, ბეისბოლოს ჯოხით მოკლა და სასტუმროს ფანჯრიდან გადმოაგდო.
მიუხედავად იმისა, რომ ადრიანოს მეგობარი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, შესაძლებელია, ეს ინციდენტი მას მთელი 25 წლით თავისუფლების აღკვეთად დაუჯდეს. ამ ეტაპზე, ამ მკვლელობასთან ადრიანოს კავშირი არ დგინდება და მას ალბათ მკვლელობაში არ დაადანაშაულებენ, მაგრამ პოლიციაში დაკითხვებზე სირბილი და თავის მართლება რომ მოუწევს, ცხადია. ასევე აშკარაა, რომ ბრაზილიელ ფორვარდს, მომავალში, სამეგობრო წრისათვის კრიტიკული თვალით შეხედვა აუცილებლად მართებს.