თამაშგარე

10:48 | 21.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანა ლიმა სილამაზეს არ კარგავს

მოდელი, მსახიობი და სექს-სიმბოლო, ადრიანა ლიმა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალია მსოფლიოში. მის ცნობადობას გარეგნული სილამაზის გარდა, ქონებაც განაპირობებს, რომელიც ჯერ ადრიანას მამამ დაააგროვა, შემდეგ კი თვითონ მოდელმაც საოჯახო ქონებას თავისი მსუყე წილი შეჰმატა.
არც ისე დიდი დროა, რაც ადრიანა ლიმა კალათბურთელ მარკო იარიჩზე გათხოვდა. ამერიკულმა ბულვარულმა პრესამ ეს ქორწინება თავიდანვე მერკანტილურ გარიგებად შეაფასა, თუმცა როგორც კალათბურთელი ამბობს, ადრიანასა და მას შორის ფულზე საუბარიც კი არ ყოფილა.
ადრიანა მარკოსგან ფეხმძიმედაა. ბავშვის სქესს წყვილი დიდი მონდომებით ასაიდუმლოებს, თუმცა უკვე გავრცელდა ჭორი, რომ ადრიანას ოცნება უსრულდება და იგი გოგონას დედა გახდება. მიუხედავად ფეხმძიმობის თანმდევი პრობლემებისა, როგორც ამერიკული პრესა წერს, ადრიანა ლიმა ახლაც ძველებურად მომხიბლავია.
 

0.145727