ფლორენციის “ფიორენტინას“ რუმინელი ფორვარდის, ადრიან მუტუს მეუღლე კონსუელო მატოსი წუწუნებს იმაზე, რომ მისი ქმარი რუმინეთში ბევრს არ ახატია გულზე და სხვადასხვა ტიპის ოფიციალურ ღონიძიებებზე მუტუების ოჯახს აღარავინ იწვევს. კონსუელომ იცის, რომ ამის მიზეზი ფეხბურთელის გახშირებული ნარკოსკანდალებია, მაგრამ მისი აზრით, ადრიანის წარსული მხოლოდ წარსულია და მისი ქმარი ნარკოტიკებთან “ახლო ურთიერთიობებს“ დღეს ძალიან ნანობს.
რუმინეთში წესად არის, რომ ყოველი წლის მაისის მესამე კვირას, რუმინეთის მთავრობა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გაფანტულ ცნობილ რუმინელ სპორტსმენებს სადილზე იწვევს და ამ სადილზე მოწვევა უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნის სპორტულ სამყაროში აღიარებული კაცი ხარ და შენთვის გზა ბევრ რამეშია ხსნილი. ასეთ საზეიმო ბანკეტზე ერთხელ ადრიან მუტუც იყო მიწვეული, მაგრამ როდესაც ჯერ “ჩელსიში“, შემდეგ კი “ფიორენტინაში“ თამაშის დროს, მუტუ ნარკოტიკების მიღებაში ამხილეს, რუმინეთში სამუდამოდ ჩაიქნიეს ამ ფეხბურთელზე ხელი და კიდეც გარიყეს.
კონსუელო მატოსი უკვე 5 წელია, რაც ადრიან მუტუს ცოლია. მათ უკვე ჰყავთ ორი შვილი - ვაჟი როსინი და ქალიშვილი ადრიანა. მუტუს მეუღლის აზრით, მისი შვილები არ იმსახურებენ იმას, რომ მათი მამა ყველასგან იყოს მიტოვებული და მივიწყებული, რადგან მუტუ არც ისეთი ცუდი ადამიანია, როგორც ზოგიერთს ჰგონია.