ფეხბურთი

15:09 | 12.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ადლერს კიდევ 4-5 კვირა გაუცდება

“ჰამბურგის” ტრავმირებული მეკარე რენე ადლერი მოედანზე გასვლას დაახლოებით ერთ თვეში შეძლებს. ამის შესახებ ჰამბურგელთა ოფიციალური საიტი იუწყება.

კლუბის სამედიცინო შტაბის განცხადებით, მეკარე სრული დატვირთვით ვარჯიშს 3 კვირაში დაიწყებს. გერმანელმა ტრავმა დეკემბერში მიიღო და იყო ვარაუდი, რომ 6 თვის გამოტოვება მოუწევდა. საბედნიეროდ, დაზიანება არცთუ სერიოზული აღმოჩნდა.

ცნობისათვის, გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, ადლერმა 15 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაუშვა.

 

0.138097