თამაშგარე

11:17 | 10.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ადინას ფოტოსესია რაულ რუსესკუსთვის

რუმინელმა მოდელმა, ულამაზესმა ადინა ბარბუმ საახალწლო დღეებში მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში, რომელსაც ბევრმა “ ბურლესკ-შოუ” უწოდა. ამის წინაპირობა იყო 2011 წლის იანვარში ეკრანებზე გასული კინოსურათი “ბურლესკი”, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ დაიპყრო უბრალო გოგონამ დიდი ქალაქი. ამ უბრალო გოგონას როლს კი, კრისტინა აგილერა ასრულებს.
თავად ადინა კმაყოფილია ფოტოსესიით, რომელიც ფოტოგრაფმა მარიუს ბარაგანმა გადაიღო. ადინამ ისიც განაცხადა, რომ თავისი ფოტოსურათები “სტიაუას’ და კონკრეტულად ამ კლუბის ფეხბურთელს - რაულ რუსესკუს მიუძღვნა, რომელმაც ბუქარესტის “დინამოს” ორი გოლი გაუტანა.
მისი ფოტოების ნახვის შემდეგ, ძნელია გულგრილი დარჩეს მამაკაცი. ვნახოთ, მოხიბლავს თუ არა ადინა თავისი სხეულის სილამაზით რუსესკუს და დაიპყრობს თუ არა უბრალო, რუმინელი გოგონა მთელ მსოფლიოს. ამ ყველაფერს უახლოეს მომავალში აუცილებლად გავიგებთ.
 

0.210707